რუსეთი: გაეროს რეზოლუცია სამშვიდობო შეთანხმებაზე არ არის მნიშვნელოვანი

რუსეთმა დიპლომატიური მანევრირება დაიწყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე განაცხადა რა, რომ გაეროს რეზოლუცია ამ საკითხზე არ არის მნიშვნელოვანი. 

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 13 აგვისტოს თავის ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის ესაუბრა ტელეფონით, რომლის დროსაც მათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი დროებით შეთანხმება განიხილეს.

პირველადი შეთანხმება, როგორც პრეზიდენტმა სარკოზიმ განაცხადა მოსკოვსა და თბილისთან მოლაპარაკებების შემდეგ, ითვალისწინებდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შეთანხმებულ პრინციპებზე სავალდებულო რეზოლუციის მიღებას.

”დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ გაეროს რეზოლუცია ან რაიმე ტიპის დეკლარაცია არ არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რეგიონში სიტუაციის ნორმალიზების მდგრადი პროცესის უზრუნველყოფისთვის,” – აცხადებს კრემლი, ”არამედ ყველაზე მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწევა იმ პრინციპებზე, რომელსაც სამხრეთ ოსური და ქართული მხარეები მოაწერენ ხელს, ისევე როგორც რუსეთი, ევროკავშირი და ეუთო, როგორც მათი განხორციელების გარანტორები”.

ექვსპუნქტიან გეგმას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 13 აგვისტოს ბრიუსელში გამართულ საგანგებო შეხედრაზე დაუჭირეს მხარი. გეგმა შემდეგ პრინციპებს მოიცავს:

Exit mobile version