რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და ეკა ტყეშელაშვილმა ”კონფლიქტების მოგვარების მთავარი პრინციპების” პრაქტიკული რეალიზების გზებზე იმსჯელეს 13 აგვისტოს გამართულ სატელეფონო საუბარში, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.
ექვს-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკავშირის ეგიდით მისმა თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შეიმუშავა, უპირველეს ყოვლისა ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.
ასევე განხილული იქნა ცხინვალის რეგიონში წარმოქმნილი ჰუმანიტარული პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები.