ქართველმა სპორტსმენმა მანუჩარ კვირკველიამ დღეს პირველი ოქროს მედალი მოუტანა საქართველოს.
მან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 74 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობის ფინალში ჩინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
იმავდროულად, ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ ნახევარფინალში სუფთად დაამარცხა რუსი ივან პერშინი.