პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოში განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად სამ დღით გლოვა გამოაცხადა.
ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მშვიდობის ლოცვა აღავლინა.
ოფიციალური ინფორმაციით, 100-მდე ადამიანია დაღუპული, თუმცა არაოფიციალური არხებით მსხვერპლი უფრო მეტი სახელდება.