რუსი ჯარისკაცები კვლავ გამოჩნდნენ ფოთში და ანადგურებენ თავდაცვის სამინისტროს საზღვაო ფლოტის და სანაპირო დაცვის ბაზების აღჭურვილობას, სადაც ასევე განთავსებულია სარადარო დანადგარები, რომლთაც ხდება საზღვაო აკვატორიის გაკონტროლება.
ამის შესახებ Civil.ge-ს ინფორმაცია სარწმუნო წყარომ დაუდასტურა.
რუსი ჯარისკაცები პირველად ფოთში გუშინ შევიდნენ და დაიკავეს სანაპირო დაცვის ობიექტები, თუმცა მოგვიანებით მათ დატოვეს ტერიტორია.