ქართული ძალები თავიანთ პოზიციებს ინარჩუნებენ ზემო კოდორის ხეობაში, მიუხედავად ინტენსიური სახმელეთო და საჰაერო თავდასხმებისა, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, დღეს დილის 6 საათზე მათმა ძალებმა განაახლეს ოპერაციები ”კოდორის ხეობის ოკუპირებული ნაწილებიდან ქართული ძალების გამოსადევნად”.
”სახმელეთო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენლის კრისტიან ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით. ”იმედი გვაქვს, რომ ოპერაციის სამხედრო ფაზაც მალე დასრულდება”.