რუსული მძიმე ტექნიკა ხობის გავლით სენაკში შევიდა – თვითმხილველი

რუსული მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 100 ერთეული და ცოცხალი ძალა სამეგრელოს რეგიონში ხობის გავლით სენაკის ბაზაზე შევიდა, განუცხადა თვითმხილველმა civil.ge-ს.

მისი თქმით, ეშელონი, რომელიც 4 კოლონად გადაადგილდებოდა, ხობი-სენაკის გზაზე დაახლოებით დღის 2 საათისთვის გამოჩნდა. მათ გადაადგილებას კი ჰაერიდან ვერტმფრენები აკონტროლებდნენ.

”მძიმე ტექნიკას რუსი სამშვიდობოების ნიშანი არ გააჩნდა,”- განუცხადა civil.ge-ს თვითმხილველმა, ”მათ კოლონას წინ მიჰყვებოდა საპატრულო პოლიციის მანქანა და ასევე გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანქანა”.

მისი ინფორმაციის, გადაადგილება მშვიდად მიმდინარეობდა და არანაირი სროლების ხმა არ ისმოდა.

Exit mobile version