რუსეთმა ოთხი თვითმფრინავის დანაკარგი დაადასტურა

რუსეთის გენშტაბი ადასტურებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ საჰაერო იერიშების განხორციელების დროს მისი ოთხი თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული, ხოლო საბრძოლო მოქმედებების შედეგად ადამიანური დანაკარგები 18-ია.

ამის შესახებ ”ინტერფაქსი” რუსეთის  გენშტაბის უფროსის მოადგილის ანატოლი ნოგოვიცის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება.

ოფიციალური თბილისის ინფორმაციით, ბოლო დღეების საჰაერო რეიდების დროს ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 12 რუსული თვითმფრინავის განადგურება შეძლო. აქამდე რუსული მხარე მხოლოდ 2 თვითმფრინავის დაკარგვას ადასტურებდა.

Exit mobile version