10 აგვისტოს მოვლენები

საქართველოს მთავრობის ოფიციალური ანგარიში 10 აგვისტოს მოვლენების შესახებ:

 

05:45 – დაღესტნიდან რუსული გამანადგურებელი საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოფრინდა და თბილავიამშენის ტერიტორიაზე სამი ბომბი ჩამოაგდო.
07:00 – საქართველოს ძალებმა ცხინვალი დატოვეს.
07:40 – რუსულმა თვითმფრინავებმა ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა დაბომბეს.
08:45 – ათი რუსული თვითმფრინავი ზემო აფხაზეთს დაესხა თავს, ერთ-ერთი მათგანი ქართულმა ძალებმა ჩამოაგდეს.
09:00 – საქართველოს მთავრობის განცხადებით, 45 ჯარისკაცი და 47 მოქალაქე დაიღუპა.    
15:00 – რუსულმა თვითმფრინავებმა ქარელის რაიონის სოფელი კნოველი დაბომბეს.
15:10 – რუსულმა ძალებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ზემო კოდორის ხეობაზე სახმელეთო იერიში დაიწყეს.
16:05 – რუსულმა თვითმფრინავებმა გორი დაბომბეს.
16:10 – რუსეთის თვითმფრინავმა ერთადერთი დარჩენილი ხიდი დაბომბა მაგისტრალზე, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს, რამაც ხიდზე ცეცხლი გააჩინა. ცეცხლი ჩააქრეს და მოძრაობა აღდგა.
17:30 – საქართველომ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ძალები გამოიყვანა კონფლიქტის ზონიდან.
19:05 – რუსულმა თვითმფრინავმა თბილისის სამოქალაქო აეროპორტზე ბომბი ჩამოაგდო.
19:10 – რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა საავიაციო ქარხანა ”თბილავიამშენი” დაბომბეს. 

10 აგვისტოს შუადღისთვის ცხინვალისა და დორის რაიონებიდან 20-25 ათასი დევნილი ჩამოვიდა. თუმცა მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება.

შუაღამისას საქართველოში როკის გვირაბით 6 000 რუსი სამხედრო, 90 ტანკი, 150 ჯავშანმანქანა და 250 საარტილერიო სისტემა შემოვიდა.
4 000 სამხედრო აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში შევიდა სევასტოპოლოს პორტიდან.

 

Exit mobile version