ზუგდიდის მოსახლეობა ქალაქს ტოვებს

ქალაქი ზუგდიდი თითქმის დაცარიელდა, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობა რუსული ძალების შესაძლო შემოჭრის შიშით ქალაქს ტოვებს, იტყობინება რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიურო ადგილობრივ მაცხოვრებელზე დაყრდნობით.  

ამავე ინფორმაციის თანახმად, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ასობით ჯავშანმანქანა დაინახეს, მათ შორის ტანკები, რომლებიც აფხაზურ მხარეს ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ”რუს აგრესორთა”  შემოტევას ელის ზუგდიდზე.

Exit mobile version