აშშ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე აფრთხილებს

თეთრმა სახლმა გააფრთხილა რუსეთი, რომ მისმა ქმედებებმა საქართველოში შესაძლოა ”მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ზეგავლენა” იქონიოს ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებზე.

”ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსული ძალების მიერ განხორციელებული საშიში და არაპროპორციული ქმედებების გამო და განსაკუთრებით უნდა შევშფოთდეთ, თუ ეს თავდასხმები ისევ გაგრძელდება ახლა, როდესაც ქართველები უკან იხევენ,” – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშის მრჩევლის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯეფრიმ.

ქართულმა ძალებმა ცხინვალი დღეს დილით დატოვეს – ამ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავიანთი ძალების ”ტაქტიკური გადაჯგუფება” უწოდეს.

აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა,  რომ მნიშვნელოვანია რუსეთმა რეაგირება მოახდინოს ქართული ძალების გასვლაზე.

Exit mobile version