რუსეთი და საქართველო ჰუმანიტარულ დერეფანზე თანხმდებიან

მიღწეულია შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის თაობაზე, რაც მისცემს მოქალაქეებს საშუალებას ცხინვალიდან გამოვიდნენ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

”იმედი გვაქვს, რომ ქართული მხარე შეასრულებს მიღწეულ შეთანხმებას,” – განაცხადა კარასინმა.

დღეს დილით ქართულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტისკენ და ცხინვალში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მოუწოდა. საქართველოს ხელისუფლების თქმით, ცხინვალი მთლიანად განადგურებულია.   

 

Exit mobile version