საფრანგეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბერნარ კუშნერი და ალექსანდრე სტაბი საქართველოში მოემგზავრებიან, რათა ქართულ-რუსული შეიარაღებული კონფლიქტის თაობაზე საგანგებო მოლაპარაკებები გამართონ.
”ისინი ჩამოვლენ, რათა საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილონ, თუ როგორ შეაჩერონ ომი და სამხედრო მოქმედებები,” – განუცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ ჟურნლაისტებს თბილისში.