ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა თბილისის მთავრობას დახმარებას სთხოვს

ცხინვალის რეგიონიდან ჩამოსული 1000-მდე ადგილობრივი მოსახლე დღეს თბილისის მერიის წინ შეიკრიბა, მათთვის დახმარების და თავშესაფარის მიცემი სათხოვნელად.

მოსახლეობის განცხადებით, ისინი უკვე მეორე დღეა ითხოვენ დახმარებას, თუმცა ჯერ-ჯერობით დედაქალაქის მთავრობიდან არავინ შეხმიანებია.

”მესამე დღეა რაც თბილისში ჩვენი ფეხით ჩამოვედით, ახლა კი ვდგავართ და არ ვიცით რას ველოდებით, გვინდა თავშესაფარი”, – განუცხადეს Civil.Ge-ს მერიის შენობის წინ შეკრებილმა მოსახლეობამ.

ძირითადად მერიის წინ შეკრებილი მოსახლეობა სოფლებიდან აჩაბეთი, შავშეთი, თამარშენიდან არიან. მათი განცხადებით საკუთარი სახლები 8 აგვიტოს მას შედეგ დატოვეს, რაც საომარი მოქმედებები დაიწყო.

მანამდე მერიამ გააკეთა განცხადება, რომ ცხინვალის რეგიონიდან ჩამოსულ მოსახლეობას თბილისი სხვადასხვა ადგილებში განათავსებდა და დროებით თავშესაფარს გამოუყოფდა.

Exit mobile version