პრეზიდენტი სააკაშვილი მომდევნო საათების განმავლობაში საომარ მოქმედებას გამოაცხადებს, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ 9 აგვისტოს ღამის 2 საათზე.
CNN-თან ტელეფონით საუბრისას თბილისიდან, ლომაიამ დაადასტურა, რომ ძირითადი სამთავრობო შენობები, მათ შორის პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინიტრაცია ევაკუირებულია მას შემდეგ, რაც რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი დაბომბა.
”პრეზიდენტი სააკაშვილი უსაფრთხო ადგილას იმყოფება,” – განაცხადა მან.
სენაკის სამხედრო ბაზა და რკინიგზის სადგური, ასევე ფოთის პორტი 8 აგვისტოს ღამით საჰაერო შეტევების სამიზნეები გახდნენ.
ლომაიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ შესაძლოა თბილისიც გახდეს რუსეთის საჰაერო შეტევის სამიზნე.