სამხრეთ ოსეთში რუსული ძალები შევიდნენ – რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი

რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები ცხინვალის სიახლოვეს განთავსდნენ, რათა ”ჩაახშონ” ქართული ძალების საცეცხლე წერტილები, განაცხადა რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის თანაშემწემ იგორ კონაშენკოვმა.

”ქართული არმიის საცეცხლე წერტილები, საიდანაც ცხინვალს და რუს სამშვიდობოებს უტევდნენ,  58-ე არმიის საარტილერიო და სატანკო შენაერთებმა ჩაახშვეს,”  – იტყობინება ”ინტერფაქსი” კონაშენკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

”ქართული ძალები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში შევიდნენ, იმყოფებიან ჩვენი შენაერთების მიერ საცეცხლე წერტილების დაცხრილვის ზონაში. ნებისმიერი სროლა ჩვენი პასუხისმგებლობის ზონაში მკაცრად იქნება აღკვეთილი,” – დასძინა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე 8 აგვისტოს განაცხადა, რომ 150 რუსული ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა ტიპის ჟავშანმანქანა ”შემოდის ახლა საქართველოს ტერიტორიაზე [სამხრეთ ოსეთში] როკის გვირაბის საშუალებით”.

”ეს არის აშკარა შემოჭრაა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ რუსული ტანკები და გამანადგურებლები გვყავს ჩვენ ტერიტორიაზე,” – დასძინა მან.     

 

Exit mobile version