სამი ადამიანი გარდაიცვალა და ხუთი დაიჭრა დღეს რუსული სამხედრო თვითფრინავის მიერ მარნეულის სამხედრო აეროდრომზე ბომბის ჩამოგდების შედეგად.
ეს ინფორმაცია Civil.Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დაუდასტურა.
მანამდე ქართული მხარე იტყობინებოდა, რომ რუსულმა თვითმფრინავმა ვაზიანის სამხედრო ბაზა დაბომბა.