რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, იგი ვალდებულია დაიცვას ყველა რუსი მოქალაქის სიცოცხლე და ღირსება, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.
”დამნაშავეები მიიღებენ საკადრის პასუხს”, – განაცხადა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების შესახებ საუბრისას.
პრეზიდენტის განცხადებით, ქართული მხრიდან ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ ”აგრესიულ აქტებს” ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის ”რუსი სამშვიდობოების”.
”მთავარ ჩვენ ამოცანად ვთვლიდით და ახლაც ვთვლით მშვიდობის შენარჩუნებას. რუსეთი ისტორიულად იყო და დარჩება უსაფრთხოების გარანტად კავკასიელი ხალხისთვის. დღეს ღამე სამხრეთ ოსეთში ქართულმა სამხედროებმა განახორციელეს აგრესიული აქტი რუსი სამშვიდობოების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ის რაც მოხდა არის უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის და იმ მანდატების, რომელიც მიცემული ჰქონდა რუსეთის საერთაშორისო ორაგნიზაციების მიერ, როგორც პარტნიორისთვის მშვიდობიან მოგვარებაში,” – განაცხადა მედვედევმა.
”ქართული მხარის ქმედებამ მოიტანა ადამიანის მსხვერპლი, მათ შორის რუსეთის სამშვიდობოებს შორის. სიტუაცია მივიდა იქმადე, რომ მშვიდობისმყოფელები ქართული მხრიდან ისროდნენ რუსეთის სამშვიდოების მიმართულებით, რომლებთან ერთად ვალდებული იყვნენ დაეცვათ მშვიდობა რეგიონში. ახლა სამხრეთ ოსეთში იღუპებიან მშვიდობიანი მოსახლეობა ქალები, ბავშვები, მოხუცებულები და მათი უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არიან. კონსტიტუციის შესაბამისად და ფედერაციის კანონმდებლობით როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვალდებული ვარ დავიცვა სიცოცხლე და ღირსება რუსეთის მოქალაქეების, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ლოგიკა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა ნაკარნახევია ამ მდგომარეობით. ჩვენ არ დაუშვებთ ჩვენი მოქალაქეების სიკვდილის დაუსჯელობას. დამნაშავეები მიიღებენ საკადრის სასჯელს”, – განაცხადა მედვედევმა.