ხუთმა ქართულმა SU-25 მოიერიშე თვითმფრინავმა სოფელ კვერნეთში სამხრეთ ოსურ პოზიციაზე მიიტანეს იერიში, იტყობინება ”ინტერფაქსი” რუსულ სამშვიდობო ძალებზე დაყრდნობით.
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დილის 8 საათზე უჩვენა კადრები, სადაც ჩანს როგორ დაფრინავენ საბრძოლო თვჳთმფრინავები კონფლიქტის ზონია თავზე.
ამავდროულად, ქართული მედია იტყობინება, რომ ქართულმა ძალებმა ცხინვალის გარშემო მდებარე რვა სოფლიდან ოსი სეპარატისტები გამოაძევეს. ამჟამად, სოფლებს – ზნაური, სარაბუკი, ხეთაგუროვო, დმენისი, დიდმუხა, ატოცი, ოქონა და მუგუთი – ქართული მხარე აკონტროლებს.
სამხრეთ ოსურმა მხარემ აღიარა, რომ დაკარგა კონტროლი რამდენიმე სოფელზეწ ცხინვალის გარშემო და აღნიშნა, რომ ჩაშალა თბილისის მცდელობები აეღო დედაქალაქი.