კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კონსულტაციებს მართავს მის თანაშემწეებთან, რათა განსაზღვროს მოსკობის პასუხი სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე.
”პრეზიდენტი მუდმივად იღებს სრულ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთში სამხედრო ქმედებების ადგილიდან,” – განაცხადა კრემლმა პრეს-რელიზში.
”ამჟამად, დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით განიხილება მთელი რიგი ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავს სამხრეთ ოსეთში მშვიდობის აღდგენას და ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას იმ სამშვიდობო მანდატის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია,” – ნათქვამია პრეს-რელიზში.