შინაგან საქმეთა სამინისტრო კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვლილების და დაჭრილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას 8 აგვისტოს დილის საათებში გამოაქვეყნებს, თუმცა ზუსტი დრო არ სახელდება.
ამის შესახებ Civil.Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.
”დანაკარგი არც თუ ისე დიდია”, – განაცხადა მან.
აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული მხარის მხრიდან გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ს აღწევს.
ცხინვალის დაცხრილვის შედეგად ამ დროსთვის 15 მშვიდობიანი მოსახლის გარდაცვალების შესახებ იუწყება სააგენტო ”ინტერფაქსი” სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაზე დაყრდნობით
შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს სროლები ცხინვალის შემოგარენში, რის შესახებაც იუწყება ”ინტერფაქსი” იმავე ოსურ წყაროზე მითითებით
”ასევე იწვის (დე ფაქტო) პარლამენტის შენობის ზედა ნაწილი” , – აცხადებენ სეპერატისტული ხელისუფლების წარმომადგენელბი.