აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გონსალო გალეგოსმა განაცხადა რომ ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს ”გავლენა მოახდინოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობაზე რათა შეწყდეს სროლები.”
მან იქვე დასძინა: ”ჩვენ მოვუწოდებთ თბილისს შეინარჩუნოს თავშეკავება.”
”ჩვენ ძალზედ შეშფოთებულები ვართ შექმნილი ვითარებით. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები… ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ორივე მხარემ შეწყვიტოს სროლები.”