ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, ცხინვალის მახლობლად მდებარე ქართული სოფლებიდან ქალების და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო.
ამავდროულად, ორივე მხარე იტყობინება, რომ ქართულ სოფელ ავნევის და ზნაურის რაიონის ოსურ სოფელ ხეთაგუროვოს სიახლოვეს ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.
”უკვე სამი საათია გვესმის აფეთქებების და სროლების ხმები,” – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა თვითგამოცხადებულ რეგიონთან საზღვრის მახლობლად ქართული სოფლიდან საუბრისას საღამოს 6-საათიანი საინფორმაციო გამოშვების დროს.