თბილისის ცნობით, სეპარატისტისტებმა მისი ბრონირებული ავტომანქანა ააფეთქეს

სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა მას შემდეგ, რაც ოსმა სეპარატისტებმა ქართული სამშვიდობო ბატალიონის კუთვნილი ქვეითთა საბრძოლო მანქანა ააფეთქეს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს. 

”ინციდენტი სოფელ ავნევში მოხდა,” – განუცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა Civil.Ge-ს. ”ქართულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას ოსი სეპარატისტების მიერ ნასროლი სარაკეტო ჭურვი მოხვდა”. 

6 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ სამხრეთ ოსურმა ძალებმა ქართული მხარის კუთვნილი ქვეითთა საბრძოლო მანქანა სოფელ ნულთან მომხდარი შეტაკების დროს გაანადგურეს. თუმცა, ეს ინფორმაცია უარყვეს როგორც ქართულმა მხარემ, ისე რუსულმა სამშვიდობო ძალებმა.

 

Exit mobile version