7 აგვისტოს დაახლოებით 12.00 საათიდან ოსმა სეპარატისტებმა კვლავ განაახლეს ქართული სოფლების ნულის და ავნევის ინტესიური დაცხრილვა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
სამინისტროს მოკლე შეტყობინება, რომელიც მის ვებგვერდზეა განთავსებული, სხვა დეტალებზე არ იტყობინება.
ამავრდოულად, საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” იტყობინება, რომ კოლონა რომელიშიც შედის ქართველი სამხედროებით დატვირთული 20 სამხედრო მანქანა, სამი საარტილერიო სისტემის და სამი ზალპური დანადგარი გადაადგილდებოდა გორის მიმართულებით ქუთაისიდან.