რუსეთი გმობს თბილისის ”სამხედრო მზადებებს”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს ქმედებებით სამხრეთ ოსეთში და ისინი ”სამხედრო მზადებად” შეაფასა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 6 აგვისტოს ტელეფონით სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს ესაუბრა. ”[მათ] ერთნაირი შეფასებები მისცეს კონფლიქტის ზონაში არსებულ დაძაბულ სიტუაციას,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version