შსს ცხინვალს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ქართული მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში რაიმე საგანგებო ზომების მიღებას არ აპირებს და ოსურ მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდა.

”გასულმა დღე-ღამემ კონფლიქტის ზონაში მშვიდად ჩაიარა. არ ყოფილა  დაფიქსირებული არც ერთი ინციდენტი. იმედი გვაქვს, მშვიდი ვითარება მომავალშიც შენარჩუნდება,” – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

3 აგვისტოს ღამით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაბალი ინტენსივობის სროლები დაფიქსირდა. ექვსი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა ოცდაორი დაშავდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 1 აგვისტოს ღამით და 2 აგვისტოს გამთენიისას მომხდარი ბოლო თვეების მანძილზე ყველაზე ინტენსიური სროლების შედეგად.

Exit mobile version