სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქი ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შესაბამის ოქმს დღეს მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოიკოითმა და მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ბორის გრომოვმა მოაწერეს ხელი, იტყობინება თვითგამოცხადებული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრო.