კონდოლიზა რაისი ქართველ ოპოზიციონერებს შეხვდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თბილისში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება, აცხადებს აშშ-ს საელჩო საქართველოში.

შეხვედრას დაესწრებიან გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების,  ასევე ლეიბორისტების და რესპუბლიკელების ლიდერები. 

სახელმწიფო მდივანი თბილისში დღეს საღამოს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები საქართველოს ხელმძღვანელობასთან 10 ივლისს არის დაგეგმილი.

Exit mobile version