რაისი თბილისს ეწვევა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი 7 ივლისიდან 10 ივლისამდე პრაღას, სოფიას და თბილისს ეწვევა, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კვირას.

რაისი თბილისში 9 ივლისს ჩამოვა. ამის თაობაზე თბილისში აშშ-ს საელჩო იტყობინება. მისი ვიზიტის ზუსტი გრაფიკი ჯერ-ჯერობით უცნობია.   

 

Exit mobile version