კარასინი თბილისში გურგენიძეს და ბურჯანაძეს შეხვდა

3-4 ივლისს თბილისში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პრემიერ-მინისტრს ლადო გურგენიძეს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ლადო გურგენიძესთან შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოს და რუსეთს შორის ”ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები”. მხარეებმა ასევე განიხილეს 2008 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომის საკითხი.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, კარასინმა ნინო ბურჯანაძეს თავისი შეხედულებები გაუზიარა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების და საქართველოს შიდა პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. ნინო ბურჯანის დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზენტაცია ორშაბათს იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში კარასინი ასევე შეხვდა საქართველოპს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოუწოდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას თავი შეიკავოს რაიმე საქმიანობისგან აფხაზეთში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე.

იმავე პრეს-რელიზში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე კარასინმა განაცხადა, რომ თბილისის ბოლოდროინდელი ქმედებები სამხრეთ ოსეთში ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ აფხაზეთშიც.  

Exit mobile version