იაკობაშვილი აშშ-ში შეხვედრებს მართავს

თემურ იაკობაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 26 ივნისს  სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა, სადაც კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს. 

სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, თემურ იაკობაშვილი შეხვედრებს გამართავს ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში და ასევე შეხვდება ოფიციალურ პირებს ვაშინგტონში. 

სახელმწიფო მინისტრი თბილისში 8 ივლისს დაბრუნდება.

Exit mobile version