ბათუმი დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრებს მასპინძლობს

დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა 27-29 ივნისს ბათუმში გაიმართება, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შეხვედრაზე განიხილება სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთთანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში. შეხვედრის მონაწილეები მიმოიხილავენ მათი უწყებების მიერ  განხორციელებულ ღონისძიებებს და მათ ხედვას ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაუძღვება.

 

Exit mobile version