26-27 ივნისს ქალაქ ხანტი-მანსიისკში დაგეგმილ ევროკავშირი-რუსეთის ორდღიან სამიტზე საქართველოს საკითხი იქნება განხილული.
”სამიტზე დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირი-რუსეთის ახალ შეთანხმებაზე. გარდა ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებისა, ასევე იქნება განხილული საერთო ინტერესის მქონე რამდენიმე საერთაშორისო საკითხი, კერძოდ ირანი და ახლო აღმოსავლეთი, ასევე სიტუაცია საქართველოსა და მოლდოვაში,” – აცხადებს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ხავიერ სოლანას პრეს-სამსახური.
ბერლინში 25 ივნისს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საუბრისას, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველოს საკითხი მოსკოვის წინაშე ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე იქნება დაყენებული.