თარგამაძე საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის ინტეფრაქციული ჯგუფის შექმნას ითხოვს

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოსამზადებლად პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. 

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსზე მუშაობა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვით,  დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოხსენებაში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, საქართველოს ხელისუფლებისადმი ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას არა წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ არჩევნებამდე გაცილებით ადრე.

თარგამაძემ განაცხადა, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის თაობაზე ”სიტყვიერი შეთანხმება” არსებობს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან. 

”მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს შეთანხმება არის ძალაში,”- განაცხადა სხდომაზე თავის საპასუხო გამოსვლაში ბაქრაძემ,  ”მე ვფიქრობ, რომ ამ შემოდგომიდან წლევანდელი წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება  ასეთი ჯგუფის შექმნა”.

Exit mobile version