პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მას არ აქვს მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის გეგმები.
”მე არ მაქვს სურვილი დეპუტატად ვიყარო კენჭი ან რაიმე თანამდებობა დავიკავო. ჩემი პრიორიტეტი ამჟამად ფონდია [რომლის პრეზენტაციაც ორ კვირაში იგეგმება],” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.
ინტერვიუს მთლიან ვერსიას ტელეკომპანია 21 ივნისს საღამოს გაუშვებს.
შუალედური არჩევნები თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში – დიდუბეში და ვაკეში – შემოდგომაზე ჩატარდება. ამ ოლქებში გამარჯვებულმა ორმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ახალი მემარჯვენეებიდან, დავით საგანელიძემ და დავით გამყრელიძემ უარი თქვეს თავიანთ სადეპუტატო მანდატებზე.