ოპოზიციის წარმომადგენელს სცემეს

პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს გია შერვაშიძეს 19 ივნისს საღამოს, თბილისში თავის საცხოვრებელ სახლთან ოთხი ნიღბიანი თავს დაესხა და სასტიკად სცემა. 

ამჟამად, გენერალი შერვაშიძე, რომელიც შევარდნაძის მმართველობის დროს შინაგან ჯარის სარდალი იყო, ხელის მოტეხილობით და თავის არეში ხელკეტებით მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქრისტიან-დემოკრატიულმა ალიანსმა მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა. კერძოდ, მათ განაცხადეს, რომ ინციდენტი უკავშირდება ალიანსის მცდელობას აფხაზებთან სახალხო დიპლომატიის გააქტიურების მიზნით. ალიანსის წარმომადგენელთა განცხადებით, 10 ივლისს გია შერვაშიძეს საპასუხო ვიზიტი უნდა განეხორციელებინა აფხაზეთში, რასაც მიყენებული ტრამვების გამო ვეღარ მოახერხებს

Exit mobile version