აფხაზური საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესის" ცნობით, სერგეი ბაღაფში დღეს ორდღიანი ვიზიტით პარიზში გაემგზავრა.
"აფსნიპრესი" იტყობინება, რომ ბაღაფში შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის ეკონომიკური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივ მედია საშუალებებთან.