მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების რამდენიმე თავდაცვის მინისტრმა დააყენა საქართველოს საკითხი, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა არაფერი თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა 14 ივნისს.
მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართული ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ.
”ნატოს რამდენიმე მინისტრმა აფხაზეთში განვითარებული მოვლენების საკითხი დააყენა; მათ შეშფოთება გამოხატეს რუსეთის ქმედების გამო,” – განაცხადა გეითსმა, ”მინისტრ სერდიუკოვს თავის კომენტარებში საქართველო არ უხსენებია და არც მაშინ დაუბრუნდა საკითხს, როდესაც მოკავშირე მინისტრებმა დაიწყეს ამაზე საუბარი”.