მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება

მთავრობამ წარუდგინა პარლამენტს ცვლილების პროექტი მთავრობის სტუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის და რამდენიმე ვიცე-პრემიერის პოსტის შექმნას ითვალისწინებს, განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა.

ეს წინადადება იმ საკონსტიტუციო შესწორების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც პარლამენტმა მარტში მიიღო.

ამჟამად, მხოლოდ ერთი ვიცე-პრემიერის თანამდებობაა და იგი გიორგი ბარამიძეს, ევროატლანტკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს უკავია.

ცვლილების თანახმად, ვიცე-პრემიერები მხოლოდ მინისტრები შეიძლება გახდნენ. პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული, მთავრობის რომელი წევრი დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს, ასევე რამდენი და რომელი სფეროს კურატორი ვიცე-პრემიერი ეყოლება მთავრობას.  

 

Exit mobile version