დღეს პარლამენტმა ვიცე-სპიკერებად ერთხმად აირჩია ნაციონალური მოძრაობის კვოტით მიხეილ მაჭავარიანი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით ანზორ ბოლქვაძე.
მიხეილ მაჭავარიანი წინა მოწვევის პარლამენტში ამავე თანამდებობას იკავებდა. მეორე ვიცე-სპიკერი ანზორ ბოლქვაძე ხულოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კიდევ მიუბრუნდება ვიცე-სპიკერების არჩევის საკითხს მას შემდეგ, რაც ოპოზიციასთან კონსულტაციების წარმატებით დასრულების შედეგად რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები შევა.
ოპოზიციის გარდა არ არის გამორიცხული, რომ ვიცე-სპიკერის პოსტი დაიკავოს ასევე დეპუტატმა მაჟორიტარული კორპუსიდან.