ახალი მოწვევის პარლამენტი თავის მეორე სხდომას 11 ივნისს გამართავს და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს აირჩევს.
ცამეტივე საპარლამენტო კომიტეტს მმართველი პარტიის დეპუტატები უხელმძღვანელებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია ორი ახალი კომიტეტის შექმნა – სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე და რეინტეგრაციის საკითხებზე. ამ ორი კომიტეტის თავმჯდომარეები იქნებიან გიორგი ასანიძე და ნუგზარ წიკლაური, შესაბამისად.
სხვა კანდიდატები არიან:
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – გიორგი არსენიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი (შევარდნაძის მთავრობაში) და ყოფილი ელჩი ავსტრიაში;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – პავლე კუბლაშვილი;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ლაშა ჟვანია, ყოფილი ელჩი ისრაელში;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ზურაბ მელიქიშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – დავით დარჩიაშვილი, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელი;
განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი – გიორგი გაბაშვილი, ყოფილი კულტურის მინისტრი;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – გიორგი მელაძე, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – აკაკი ბობოხიძე, იმერეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი;
აგრარულ საკითხთა კომიტეტი – გიორგი ღვინიაშვილი, თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – ოთარ თოიძე;
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი – ვანო ხუხუნაიშვილი.
გივი თარგამაძე და ხათუნა გოგორიშვილი შეინარჩუნებენ თავიანთ პოსტებს და კვლავ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უხელმძღვანელებენ, შესაბამისად.