მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ თბილისმა კონფლიქტების მოგვარების მიზნით უნდა აღიაროს მისი თვითგამოცხადებული რეგიონების დამოუკიდებლობა.
”ვფიქრობ, ყველაფერი გამარტივდება, თუ საქართველოს აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას,” – განუცხადა ლუჟკოვმა ჟურნალისტებს სანკტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ”ეს გარდაუვალია… დამოუკიდებლობაა, რაც უნდა ხალხს [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში], რომლებიც არ არიან ქართველების ნათესავები”.