საქართველოს ბანკის საინვესტიციო ჯგუფმა N-ტურის და M-ჯგუფის აქციები შეიძინა

საქართველოს ბანკის საინვესტიციო ჯგუფმა Galt&Taggart Capital-მა ტურისტული კომპანია N-ტურის და სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მენეჯმენტის კომპანიის M-ჯგუფის აქციები შეიძინა.  გარიგების თანხა არ დასახელებულა.

Galt&Taggart Capital-მა N-ტურის აქციების 30% შეიძინა. ეს კომპანია ჩარტერულ ფრენებს ახორციელებს თურქეთსა და ეგვიპტეში. წლის დასაწყისში N-ტურმა 70%-იანი წილით აზერბაიჯანში ფილიალი გახსნა და ასევე დააფუძნა ფილიალი საქართველოში, რომელიც შიდა ტურიზმზე ახდენს ფოკუსირებას. 

მიმდინარე კვირას Galt&Taggart Capital-მა ასევე შეიძინა 50% წილი M-ჯგუფიში – ეს კომპანია თბილისში და ბათუმში 11 რესტორნის და კაფეს მენეჯმენტს ახორციელებს, ასევე ორ სასტუმროს ფლობს ბაკურიანში და მცირე ზომის სასტუმროს თელავში.

მაისში Galt&Taggart Capital-მა ასევე Caucasus Automotive Retail (CAR) აქციების 30% შეიძინა.  ეს კომპანია  Ssang Yong SUV-ს უფლებამოსილი დილერია საქართველოსა და სომხეთში, ასევე ავტომობილების  – Daihatsu და Subaru-ს  გაყიდვების აგენტია საქართველოში.

 

Exit mobile version