ქართულმა მხარემ ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის ორგანიზაციასთან (FRONTEX) შეთანხმებას მოაწერა ხელი და თანამშრომლობის სამწლიანი გეგმა დაამტკიცა.
FRONTEX კოორდინაციას უწევს ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ღონისძიებებს და პასუხისმგებელია ევროკავშირის საზღვრის ერთიანი მართვის სტრატეგიის განხორციელებაზე.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, საქართველო პირველია არა წევრი იმ ქვეყნებიდან, რომელიც უშუალოდ არ ესაზღვრება ევროკავშირს და რომელსაც ეს ორგანიზაცია ”ასეთ მჭიდრო თანამშრომლობას სთავაზობს”.
უკვე წელს ქართველი მესაზღვრეები მონაწილეობას მიიღებენ FRONTEX-ის მიერ ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის ერთობლივ ოპერაციებში.