ცხინვალში აფეთქება მოხდა

ოთხი ოსი მილიციელი დაშავდა ცხინვალში 29 მაისს მომხდარი აფეთქების შედეგად, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.  

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის შენობის წინ გაჩერებული მანქანა აფეთქდა. ინციდენტს დე ფაქტო ხელისუფლებამ ”ტერორისტული აქტი” უწოდა. აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 8:50 საათზე მოხდა.

”ეს არის ქართული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტი,” – განაცხადა დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

 

Exit mobile version