რესპუბლიკელები ტრიპოლსკის გადადგომას ”მიზანშეუწონლად” მიიჩნევენ

რესპუბლიკური პარტია ”მიზანშეუწონლად” თვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას და მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყველა წევრს უზრუნველყონ არხის ობიექტურობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი თანამდებობიდან გუშინ გვიან ღამით გადადგა იმის გამო, რომ მისი თქმით, არხი ტენდენციურად აშუქებდა მოვლენებს.

”შექმნილ ვითარებაში უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველა, თუნდაც მინიმალური შანსის გამოყენება სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მანქანასთან შესაბრძოლებლად,” – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში, ”რესპუბლიკური პარტია მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყველა წევრს, მთელი ძალისხმევა მოახმარონ არხის ობიექტურობის უზურნველყოფას და არ დაუშვან სრული სახელისუფლებო კონტროლის აღდგენა ამ დაწესებულებაში”.

 

Exit mobile version