რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენელი არ ეთანხმება გაეროს დასკვნას

რუსეთის მხარემ უარყო რაიმე კავშირი 20 აპრილს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტთან.

გაეროს დამკვირვებელთა მისიამ, რომელმაც ინციდენტი გამოიძია, 26 მაისს გამოქვეყნებულ დასკვნაში განაცხადა, რომ ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო გამანადგურებელმა, ”რომელიც რუსეთის საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა”.

”საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე და მითუმეტეს ქართული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებაზე საერთოდ არ შეიძლება იყოს საუბარი,” – განუცხადა რუსეთის საჰაერო ძალების პრესსამსახურის უფროსმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ 26 მაისს ”ინტერფაქსს”.    

Exit mobile version