პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ოპოზიციის პროტესტზე

პრეზიდენტ სააკაშვილის განცახდება ოპოზიციის პროტესტზე, 26 მაისი 

”ქართველმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის პოზიციას და სიტყვას. ეს არის რაც შეიძლება მოხდეს.

ჩვენ ყველას ვუწვდით დიალოგის ხელს.

ჯერ  ერთი მე არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი შეიძლება არ შემოვიდეს პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი წარმომადგენელი ოპოზიციის პარლამენტში იქნება, ეს ერთი.

და მეორე – ქართველმა ხალხმა მოგვცა ჩვენ 2/3-ზე მეტი და კიდევ კარგი, როგორც გაირკვა, რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იყო განზრახვა არსებული პარლამენტის მუშაობის დაბლოკვის იმიტომ, რომ თუ 2/3 არ შეიკიბებოდა, ასეთი იყო აზრი, მაშინ პარლამენტი ვერ შეიკრიბებოდა.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრის გამოხატვის, ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ, რა თქმა უნდა, ჰქონდეს თავისი პოლიტიკური პოზიცია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი წყდება საზოგადოების მიერ და წყდება ხმების უმრავლესობით.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმრავლესობამ პატივი არ სცეს უმცირესობას, მეორეს მხრივ უმცირესობამ ასევე პატივი უნდა სცეს უმრავლესობის ნებას.

დიალოგი არის ერთადერთი ალტერნატივა.

საქართველოს ინსტიტუტებს ვერაფერი ვერ დაემუქრება, პარლამენტი არის არჩეული, საქართველო პარლამენტი დაიცავს მთელი საზოგადოების ინტერესებს მიუხედავად იმისა მისცა მათ ვინმემ ხმა, თუ არ მისცა ხმა.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე ვეუბნები მადლობას იმ ამომრჩევლებსაც ვინც მოგვცა ჩვენ ხმა და იმ ამომრჩევლებსაც, რომელმაც მისცა ხმა სხვა პოლიტიკურ პარტიებს იმიტომ, რომ მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ჩემთვის ჩემი და სხვა ფართო გაგებით არ არსებობს. ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი საზოგადოების წევრი მრავალეთნიკური, მრავალეროვანი, პლურალისტური სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები.

მე ვფიქრობ, რომ ულტიმატუმების ენით ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ველაპარაკოთ. ჩვენ ერთმანეთს უნდა ველაპარაკოთ   დიალოგით, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე და მე ვფიქრობ, რომ როცა საქართველო არის საკმაოდ რთულ ვითარებაში საერთაშორისო თვალსაზრისით, როცა მთელი დემოკრატიული სამყარო უჭერს მხარს საქართველოს, რა თქმა უნდა, ეს არის ფონი, რომელსაც ყველაზე რადიკალურმა ძალებმაც კი, ყველაზე პატარა ჯგუფებმაც კი, როგორი რადიკალურიც არ უნდა იყოს, უნდა იპოვოს თავისი ადგილი, მაგრამ ასევე უნდა მონახოს გზა აწარმოოს დიალოგი და მონახოს ერთმანეთთან ურთიერთგაგება”.

Exit mobile version