მმართველი პარტია შთამბეჭდავი გამარჯვების ორ მიზეზს ასახელებს

ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ 21 მაისის საპარლამენეტო არჩევნებში მმართველი პარტიის შთამბეჭდავი გამარჯვების ორი მიზეზი არსებობს. მან აქვე გამორიცხა, რომ არჩევნები გაყალბდა.

”ორი მიზეზი არსებობს – ერთი არის [მმართველი პარტიის] კამპანია და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა [ხელისუფლების მიერ] საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენ მთლიანად მოვახდინეთ ფოკუსირება პოზიტიურ კამპანიაზე; ჩვენ გვქონდა კონკრეტული დაპირებები კონკრეული პრობლემების მოსაგვარებლად,” – განაცხადა ბაქრაძემ 22 მაისს გადაცემა Primetime-ში საუბრისას.

”მეორე მიზეზია თავად ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები,” – განაგრძო მან, ”ნაკლები ხალხი მივიდა საარჩევნო უბნებზე [21 მაისს ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების დროს] და მათ, ვინც არ მოვიდნენ, ოპოზიციური განწყობა ჰქონდათ, მათ არ მისცეს ხმა სააკაშვილს [5 იანვარს] და ახლა ისინი არ გამოვიდნენ, რადგანაც იმედი გაუცრუა  ოპოზიციამ”.

მან პასუხი გასცა წამყვანის კითხვას, თუ რა მოხდა ქვეყანაში, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მმართველი პარტიის რეიტინგი ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. მიხეილ სააკაშვილმა იანვარში არჩევნები ხმების 53%-ით მოიგო, ხოლო მმართველმა პარტიამ მაისის არჩევნებზე წინასწარი მონაცემებით ხმების 59%-ზე მეტი მოიპოვა.   

Exit mobile version